აშშ-ის სენატის განცხადება

23 ივნისი 2021, 17:48 979 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს თაობაზე ახალი რეზოლუცია წარადგინა, რომელშიც მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 19 აპრილის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციაზე იმუშაონ. ასევე მოუწოდებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. პარტიების მისამართით აცხადებენ, რომ  unda დაიწყონ მუშაობა  კოვიდ პანდემიაზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და დემოკრატიულ რეფორმებზე. "ქართული ოცნებას" კი ახსენებენ, რომ უნდა ჩაატარონ სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებულია ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და ამგვარი კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად. დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო რეფორმა სრულად უნდა განხორციელდეს ადგილობრივ არჩევნებამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში