ბათუმში აივანი ჩამოინგრა - დაშავდა ორი ადამიანი

23 ივნისი 2021, 17:21 6603 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი ადამიანი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს ტრავმები აღენიშნებოდათ. 

რა გახდა აივნის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია. 

შემთხვევის ადგილას სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი