საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეორე საპილოტე პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში იწყება.
ქობულეთში, ფართოზოლიანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის მიზნით სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადდა.
პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის 13 დასახლებულ პუნქტს, 10 500 მოსახლეს მოიცავს, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე კი 50 კმ იქნება.