„ერთად დამიანესთვის“ -24 ივნისს დამიანე ნაცვლიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტში 18 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი 20 ლარია და მისი შეძენა ონლაინ ტიკეტ.ჯი-ზეა შესაძლებელი, კონცერტის დღეს კი ბილეთები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სალაროებში გაიყიდება.
ცნობისთვის, 4 წლის დამიანე ნაცვლიშვილი ''ბურტიკის ლიმფომის" მძიმე ფორმას ებრძვის. ის ამჟამად გერმანიაში მკურნალობს და მას სოლიდურ თანხა სჭირდება. სურვილის შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშზეც.