გონიოს სკოლას სპორტული ინვენტარი გადაეცა

20 ივნისი 2021, 12:05 1443 ნახვა

"სახალისო საფეხბურთო ღია სკოლების" ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გონიოს სკოლას ეწვივნენ.  დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს  ფედერაციის წევრებმა მაისურები და ბურთები გადასცეს. 

მოსწავლეებს შორის გაიმართა სახალისო შეჯიბრებები.  "სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საქართველოში 2003 წლიდან ტარდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი 1998 წლიდან. მასში  5 დან 12 წლამდე ბავშვები მონაწილეობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში