აქცია ბობოყვათში - მოსახლეობამ რკინიგზა გადაკეტა

19 ივნისი 2021, 16:26 2821 ნახვა

ამ წუთებში ბობოყვათში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიწების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ბობოყვათის სანაპირო ზოლზე 28,5  ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს.

აქციის მონაწილეებმა, ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს და მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში