მზადება BIAF - სთვის

19 ივნისი 2021, 12:05 1043 ნახვა

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელსაც შემოდგომაზე, სავარაუდოდ 12-19 სექტემბერს ჩატარდება.  

საორგანიზაციო ჯგუფი პროგრამაზე მუშაობს. მათი თქმით, უცვლელი იქნება საფესტივალო  სექციები, იქნება ინდუსტრიული პლატფორმაც “ალტერნატიული ტალღა“, სადაც ქართული კინოპროექტები იქნება წარმოდგენილი, ჩატარდება ვორქშოფები.

ორგანიზატორების განცხადებით, გასული წლის მსგავსად, რიგით 16-ე ფესტივალიც  შემცირებული დაფინანსებით ტარდება. რაც შეეხება ფორმატს, ვარაუდობენ, რომ ამჯერად ეპიდვითარებიდან გამომდინარე ფესტივალის ონლაინ ფორმატში ჩატარების აუცილებლობა არ იქნება და მაყურებელი შეძლებს ბიაფზე დასწრებას.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი