ვენეციის კომისია/ეუთო: საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებელი რჩება

19 ივნისი 2021, 12:25 1284 ნახვა

ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესწორებულ ვერსიაზე ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, კანონპროექტის შესწორებული ვერსიაში გათვალისწინებულია მათი ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, კერძოდ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის ორი მესამედის ხმა; მათივე აღნიშვნით, ძირითადი რეკომენდაციებიდან ჯერ კიდევ რჩება გასათვალისწინებელი, მათ შორის : დამატებითი ცვლილებები შეიტანონ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უპარტიო წევრების დანიშვნისთვის;ასევე უნდა გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი