ირინა ტორონჯაძის ნამუშევრების გამოფენა

17 ივნისი 2021, 17:54 1193 ნახვა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვრის ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა დომინანტა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ბოლო ორი წლის მანძილზე შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები. ავტორს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს გამართული, ასევე მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო პლენერებში. გამოფენა 28 ივნისამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში