საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი

16 ივნისი 2021, 10:55 1157 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 34 668 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 809, „პისიარ“ ტესტით – 14 859.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –  2,36 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775  გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია –  216 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 569.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი