ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდი კიდევ 56 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 85 პაციენტი.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 260 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 68, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10 პირი.
595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 225- აჭარაში.
5 502 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 711, პირი, აჭარაში - 1 418.