შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

14 ივნისი 2021, 14:27 823 ნახვა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. თარიღი საქართველოში 21 წელია აღინიშნება. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ორგანიზებით.

შეხვედრის მონაწილეებმა შშმ ქალთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უფლებადამცველები საუბრობენ არის კანონმდებლობისა და კონვენციის აღსრულება.

თარიღთან დაკავშირებით, დღესვე დაგეგმილია ფილმის ჩვენება-განხილვა და ინტელექტუალური შეჯიბრი. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი