10 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი საკუთრებაში გადაეცა

30 ოქტომბერი 2025, 14:40 168 ნახვა

ბათუმის იუსტიციის სახლში, 10 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, წელს უსაფრთხო საცხოვრისი ჯამში 149 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. მარტიდან  მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი. ამ მიმართულებით, ჯამში, 7 მილიონ 740 000 ლარია გამოყოფილი. 2025 წელს, ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამაში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, ბენეფიციარს საშუალება აქვს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენოს საცხოვრებელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე