საქართველოს მთავრობა უკრაინას 1 500 000 ლარის ღირებულების გენერატორებს უგზავნის

31 ოქტომბერი 2025, 12:00 168 ნახვა

საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

„განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე