შეხვედრა პროექტ „სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის“ წევრებთან

31 ოქტომბერი 2025, 11:53 121 ნახვა

ორგანიზაცია  „საქართველოს სტუდენტური პარლამენტი და მთავრობა“ წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებებს, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების პოლიტიკას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას. სოფლის მეურნეობის მიმართულებით საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში ეკოლოგიური და მდგრადი წარმოების  საკითხებს. 

წამყვანი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე