საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 216, „პისიარ“ ტესტით – 5 226.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,3 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 311 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 192 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 13, ქვემო ქართლი - 26, შიდა ქართლი - 6, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 354 276 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 340 328 გამოჯანმრთელდა, 5 060 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 207 470 ადამიანი, დღიურად აცრილია 728.