რუსეთში რიაზანის ოლქის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

09 ივნისი 2021, 09:08 642 ნახვა

რუსეთში, ქალაქ რიაზანის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი.

ამასთან, მაშველებმა საავადმყოფოდან 35 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. რეგიონის საგანგებო სიტუაციების ცხელი ხაზის ცნობით, დაღუპულები არიან პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოში კოვიდ 19-სგან გამოწვეული მძიმე გართულებების გამო მკურნალობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი