საკოოორდინაციო საბჭოს სხდომა

08 ივნისი 2021, 14:36 959 ნახვა

17 კოვიდ პაციენტი გარდაიცვალა გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში. ტესტირების შედეგად კი ათას 23 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი. 78 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში.    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებში იწყება, მათ შორის იმუნიზაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია გამოცხადებულია ბათუმში. ამ ეტაპზე ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია 3000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ივლის - აგვისტროში დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია, იგეგმება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმში დიდი სივრცეების, პავილიონების მოწყობა იმუნიზაციისთვის, სადაც ონლაინ რეგისტრაციასთან ერთად ე.წ. ცოცხალი რიგის სისტემაც იმოქმედებს. ამ პერიოდისთვის ვაქცინის 3 მილიონამდე დოზას ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი