საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 510 პაციენტი, გარდაიცვალა 17.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 517 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 585, „პისიარ“ ტესტით – 7 932.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 2,81%, ბოლო შვიდი დღის – 2,92%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 350 428 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 029 გამოჯანმრთელდა, 4 951 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 178 738 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 455.