პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა

03 ივნისი 2021, 16:16 1058 ნახვა

პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" ერქმევა და მასში სამი პარტია და ორი უპარტიო დეპუტატი იქნება გაერთიანებული.

ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

ფრაქციის თავმჯდომარე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება.  მოადგილე - პაატა მანჯგალაძე, ხოლო აპარატს სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს.

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი გაერთიანების მთავარი საფუძველი არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო მუშაობისას გამოიყენებს ყველა ბერკეტს დოკუმენტის სრულად შესასრულებლად“, – განაცხადა სამნიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი