ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის ადგილები ემატება - რეგისტრაცია დღეს იწყება 

03 ივნისი 2021, 10:29 1101 ნახვა

საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 3 ივნისს დაიწყება. მონაცემები ბაზაში დაახლოებით 14:00 საათზე აისახება.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, ბათუმის საჯარო სკოლებში 300 ადგილი ემატება. მათ შორის ყველაზე მეტი, 100 ადგილი მეოცე საჯარო სკოლაში, ხოლო 50 მეექვსე საჯარო სკოლაში. 

არსებული ადგილების გარდა, დამატებით რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 8 სკოლაში. ესენია: ​#8, #17, #5, #7, #6, #9, #14 და #20. 

გოჩა დავითაძის განცხადებით, ბათუმში თავდაპირველად პირველასელებისთვის 2746 ადგილი იყო, აქედან ბოლო მონაცემებით თავისუფალი იყო 39. 

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე http://registration.emis.ge/.

2021-2022 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისს დაიწყო. პორტალის გახსნიდან რამდენიმე წამში კი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ სკოლებში, ყველა თავისუფალი ადგილი შეივსო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი