ისრაელს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

02 ივნისი 2021, 14:36 1026 ნახვა

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია. მის სასარგებლოდ  ხმა 87-მა პარლამენტარმა მისცა.

 ისრაელის მოქმედი პრეზიდენტის, რეუვენ რივლინის საპრეზიდენტო მანდატი 9 ივლისს იწურება. იცხაკ ჰერცოგის მამა, ჰაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის რიგით მე-6 პრეზიდენტი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში