მერკელი და მაკრონი აშშ-ისა და დანიისგან განმარტებებს ელოდებიან

01 ივნისი 2021, 13:46 868 ნახვა

ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა დანიასა და აშშ-ს მოუწოდეს, გააკეთონ განმარტებები მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით. საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის დახმარებით, ევროპელ მაღალჩინოსნებზე 2012-2014 წლებში, მიყურადებას ახდენდა.

მაკრონის თქმით, მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია და ისინი სრულ ღიაობას მოელიან დანიური და ამერიკული მხარისგან. გერმანიის კანცლერის თქმით, მიუღებელია მეგობრებზე ჯაშუშობა.

ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა აღნიშნული განცხადება ფრანგულ-გერმანული მინისტერიალის საბჭოს სხდომის ფარგლებში გააკეთეს, რომელსაც მერკელი კანცლერის რანგში ბოლოჯერ დაესწრო.16 წლიანი მმართველობის შემდეგ, მერკელი კანცლერის პოსტს სექტემბერში დატოვებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში