როგორ მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში და რა რისკი ახლავს ვაქცინაციის გარეშე ყოფნას? ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს ბათუმში.
სემინარს, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ჩატარდა სკოლის მასწავლებლები, ექიმები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.