კორონავირუსის ინდური შტამი 15-დან 50 პროცენტამდე მეტად გადამდებია, ვიდრე საწყისი შტამი - ბიძინა კულუმბეგოვი

28 მაისი 2021, 14:54 1378 ნახვა

ინდური ვარიანტი აჩვენებს, რომ ის 15-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

იმუნოლოგ-ალერგოლოგის თქმით, ჯერჯერობით არავითარი მინიშნება, რომ ინდური ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს და ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ არის.

რაც შეეხება იმას, ინდურ ვარიანტზე მოქმედებს თუ არა თანამედროვე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ინდურ შტამზე „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა მცირედით შემცირებულია.

''ეფექტურობა „ფაიზერისთვის“ შემცირებულია 94%-დან 88%-მდე. „ასტრაზენეკასთვის“ 66%-დან 60%-მდე, რაც შეეხება „სინოფარმზე“ და „სინოვაკზე“ ჯერჯერობით ასეთი ტიპის კვლევა არ გვაქვს. შესაბამისად, არ ვიცით, მტკიცებითი ფორმატით, ვამტკიცოთ, მოქმედებენ თუ არა; მაგრამ, ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ზუსტი ანალოგი ვაქცინა აქვს ინდოეთს. ეს არის ვაქცინა, რომელსაც ჰქვია „კოვაქსინი“.

 „კოვაქსინის“ კვლევამ აჩვენა შემცირებული ეფექტურობა, მაგრამ მაინც ვერ ეკარება ინდური ვარიანტი ამ ვაქცინით აცრილ ადამიანებს და ის მაინც მუშაობს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი