საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2021, 12:14 739 ნახვა

დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თარიღთან დაკავშირებით მოეწყო 26 მაისისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. უნივერსიტეტის ფოიეში წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის აქტი და საუკუნის წინანდელი მოვლენების ამსახველი ის მასალა, რომელიც აჭარის მუზეუმის ფონდებშია დაცული. გამოფენის პარალელურად, უნივერსიტეტსა და აჭარის მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დღესვე უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლების მონაწილეობით იმართება სამეცნიერო კონფერენცია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 103 წლისადმი მიძღვნილი დისკუსია ონლიან რეჟიმში ტარდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში