თავისუფლების მოედანზე 26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება დასრულდა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ბოლოს საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაიფრინეს და საქართველოს დროშის ფერებში ფერადი კვამლი გაუშვეს.
თბილისის გარდა, სუ-25-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა ქუთაისისა და ბათუმის ცაზეც გადაიფრინეს.
თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები - „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, მისივე გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გასულ შემოდგომაზე გადანაწილდა .
ასევე გამოფენილი იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები - „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები - „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.