ფქვილის საწარმოში გაფიცვა გრძელდება

25 მაისი 2021, 20:00 1064 ნახვა

კომპანია „გურია ექსპრესის“ იურისტს საქართველოში თურქეთის კონსული შეხვდა. დიპლომატი ოზურგეთში ფქვილის გადამამაუშავებელი საწარმოს გაფიცული თანამშრომლების პროტესტის გასაცნობად ჩავიდა. პროტესტი უკვე 22-ე დღეა იმართება. საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა დილით კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს, რითაც პროდუქციის გამოტანისა და ტრანსპორტირების საშუალება არ მისცეს. გაფიცულების ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ფქვილის საწარმოს დამსაქმებელმა საწარმოში ახალი მუშახელი შეიყვანა, რათა სამუშაო პროცესი არ შეჩერებულიყო და გაფიცული მუშები ჩაენაცვლებინა. გაფიცულები აცხადებენ, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებენ. შპს "გურია ექსპრესის" იურისტი აჭარის მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ საწარმოს ადმინისტრაცია გაფიცულ მუშებთან მოსალაპარაკებლად მზადაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი