ნამახვანჰესის აქცია ხვალ რიონის ხეობაში გადავა

25 მაისი 2021, 19:56 974 ნახვა

მთავრობამ ნამახვანჰესზე იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა საკითხები არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ შინაარსს, გარდა იურიდიული მხარის ტექნიკური დაზუსტებისა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ხვალ ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს. როგორც დაანონსდა, დედაქალაქიდან კოლონებით დაიძრებიან და შეეცდებიან ადგილზე შეუშალონ ხელი ჰესის მშენებელი კომპანიის მუშაობას. დღეს განმარტეს ისიც, რომ არ აპირებენ დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებებს ხელი შეუშალონ. აქტივისტები უკვე რამდენიმე თვეა ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკას" შორის, რის შემდეგაც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი