რომან პროტასევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - სააგენტო ბლუმბერგი

25 მაისი 2021, 13:55 899 ნახვა

ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი პომან პროტასევიჩი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება-ამის შესახებ ტელეგრამ-არხის ნექსტა ტი-ვის მთავარი რედაქტორი ტადეუშ გიჩანი პოტასევიჩის დედაზე დაყრდნობით იუწყება.  

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს.  უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ოლგა ჩემოდანოვა ირწმუნება, რომ  დაკავებული ჟურნალისტი  მინსკის  ნომერ პირველ იზოლატორში  იმყოფება და მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩივილებით არავისტვის მიუმართავს.  ბელარუსის სახელისუფლებო ტელეგრამ-არხმა „ყვითელი ქლიავებიპოტასევიჩის მიმართვით იზოლატორიდან  ვიდეო გამოაქვეყნა.  

კადრში ბლოგერი  ამბობს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმესთან დაკავშირებით.  სააგენტო ბლუმბერგის მონაცემებით, პროტასევიჩს შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  პაველ იაბლონსკიმ პოლონური რადიოს ეთერში განაცხადა. 

მაღალჩინოსანი  დარწმუნებულია, რომ  ბელარუს ბლოგერს რომან პროტასევიჩს ციხეში სცემეს. ამის შესახებ მას თავად ოპოზიციონერის დედამ განუცხადა.   ნატალია პროტასევიჩის ამბობს, რომ მან ეს ინფორმაცია მედიკოსებისგან არაოფიციალურად მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი