ბათუმში ავტომანქანის ყალბი სანომრე ნიშნების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

25 მაისი 2021, 10:03 11061 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირზე გაასაღა ავტომანქანის ყალბი სახელმწიფო სანომრე ნიშნები.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 23 ე.წ. ფასიანი სანომრე ნიშანი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი