კარლ ჰარცელი "ნამახვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

24 მაისი 2021, 23:32 977 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი "ნამახვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა.

"მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება ჩართვა, რადგან ვფიქრობ, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და საფუძვლიანი შეფასება, თუ რა დგას საფრთხის წინაშე.

ასევე, მივესალმები და მხარს ვუჭერ ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც მჯერა, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა შეფასებული",- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი