„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

24 მაისი 2021, 16:38 1407 ნახვა

"ნამახვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „მშრალ ხიდამდე” საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, იქ, სადაც მსვლელობა შეჩერდება, კიდევ ერთხელ გაკეთდება განცხადებები მათ მოთხოვნებზე.

მისივე განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან გეგმავდნენ საუბარს, თუმცა მათგან განმეორებით პასუხი არ მიუღიათ, შესაბამისად საკუთარ სამოქმედო გეგმას არ გადაუხვევენ.

"სადაც გავჩერდებით და გადაიკეტება მოძრაობა, მივმართავთ სიტყვით საზოგადოებას და დავაფიქსირებთ პოზიციას, რა არის ამ ქმედების განმაპირობებელი და საფუძველი. გვინდა მოვუწოდოთ, ამ ისტერიის ფონზე, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, ნუ შევყვებით ხელისუფლებას ნარატივში, რომელსაც ასე წარმატებით მართავს. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ჩვენ ვართ ხალხი და უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ყველა ნიშნის გარეშე. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სიმბოლიკა, ვაკეთოთ ქართული საქმე“, – განაცხადა გოლეთიანმა.

,,ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ითხოვენ, „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი. ამასთან, ვარლამ გოლეთიანმა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი