სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ადამიანი პასუხისგებაში მიეცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება იმერეთში მდებარე 23 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს. თანხის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში უკვე დაბრუნებულია.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.