თბილისში 1 ადამიანი მოკლეს, 3 კი დაჭრეს

23 მაისი 2021, 16:10 1434 ნახვა

მკვლელობა თბილისის ცენტრში - გრიშაშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს, 3 ადამიანი კი დაჭრილია.

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. დაზარალებულებს, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.

შს სამინისტროში ამბობენ რომ, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.ამასთან, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 376- ე მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი