COVID-პასპორტები 1 ივლისიდან ამოქმედდება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკავშირში შეთანხმებას მხარი დაუჭირეს.
დოკუმენტს, როგორც ციფრული, ისე ბეჭდური სახე ექნება. სერთიფიკატში აღნიშნული იქნება ინფორმაცია, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველი აცრილია, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.