ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდში დაცული ქალთა ხელსაქმის ნიმუშების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ტანისამოსი, ნაქსოვი წინდები , ხელთათმანები , ქარგულობა, ქისები, , კერამიკის და ხელსაქმის სხვადასხვა ნამუშევრები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო მეცხრამეტე საუკუნეში წინ წამოწეული და ფართოდ გავრცელებული თექის , გობელენის და ბატიკის ნამუშევრები. დამთვალიერებელს მუზუემის ფონდში დაცულ ექსპონანტებთნ ერთად მოსწავლე- ახალგაზრდების ხელსაქმეების ნახვაც შეუძლიათ. გამოფენა დღეს დასრულდება.