გვარამიას პირადი ინფორმაციის გასაჯაროება - წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება

21 მაისი 2021, 18:19 710 ნახვა

ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებისთვის თეა წულუკიანს ინსპექტორმა პასუხისმგებლობა არ დააკისრა. აპარატმა თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას პირადი ინფორმაციის გამჟღავნება საპარლამენტო ტრიბუნიდან განიხილა სხვა ორ შემთხვევასთან ერთად, რაც ამ ინცინდენტთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნომერი გაასაჯაროვა, წულუკიანის ნომერი სოციალურ მედიაში ღიად დაწერეს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა სამივე განხილულ შემთხვევაზე გამოხატვის თავისუფლება უპირატესად მიიჩნია და თქვა, რომ უფრო მართებული იქნება, თუ ამ საქმეებს პარლამენტის ეთიკის კომისია და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც წერს, რომ ის, რაც თეა წულუკიანმა გააკეთა, საშიში პრეცედენტია და საპარლამენტო დებატების დროს გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სხვა პირების პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების საკითხს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში