კოვიდტესტირება და მომხმარებლის პრეტენზია

21 მაისი 2021, 18:03 1601 ნახვა

კლინიკა ნეო ლაბში  კორონა ვირუსზე ტესტირება მიმდინარეობს. მსურველები საკუთარ რიგს კლინიკის 2 შესასვლელთან ელოდებიან. მათ ნაწილს არც პირბადე უკეთია და არც  სოციალურ დისტანციას იცავენ. ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობს, რომ ტესტირებას 40 წუთზე მეტხანს ელოდა. ნინო გაბუნია ფიქრობს, რომ რიგების კონტროლი კლინიკამ უნდა უზრუველყოს. კლინიკის მენეჯერი სატელევიზო კომენტარს არ აკეთებს. საუბარში კი ამბობს, რომ გარე პერიმეტრზე ტესტირების მსურველებმა თავად უნდა დაიცვან დისტანცია. კლინიკაში კი, მისი თქმით, მომსახურებისას წესებს სათანადოდ იცავენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი