საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ახალი საკოლექციო მონეტა გამოსცა.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გასულ წელს ტოკიოში უნდა გამართულიყო. თუმცა, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური თამაშების 2021 წლის ზაფხულში გადატანა გადაწყვიტა.
ღონისძიების სახელწოდება - "ტოკიო 2020" უცვლელი დარჩა.