„ბორჯომის“ თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ. გაფიცულები დღეს ადმინისტრაციული შენობიდან საწარმომდე ფეხით მივიდნენ, მათ შეუერთდნენ აზოტის ქარხნის პროფკავშირიდანაც. ხელფასის მომატება, დანაკლისის გასწორება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება - ასეთია ბორჯომის წყლის გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები.