„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც საპარლამენტო მანდატს დათანხმდა, აცხადებს, რომ დღეიდან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას.
როგორც მან აღნიშნა, მუსლიმ თემთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს და სწორედ მათ საჭიროებებს წარმოადგენს პარლამენტში.
ტარიელ ნაკაიძე ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს.