ძლიერი ქარის შედეგად სოფელ კვირიკეში ხე წაიქცა და ელექტროგადამცემი სადენები დააზიანა. მომხდარის გამო სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, დაზიანების აღმოსაფხვრელად მუშაობენ ტექნიკური ბრიგადები.
10-მდე აბონენტია გათიშული სოფელ ბობოყვათში, აქაც ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელმაც რამდენიმე ელექტროგადამცემი ბოძი დააზიანა. მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.