პროექტი – ახალგაზრდული ციფრული ჩართულობა

18 მაისი 2021, 18:58 1539 ნახვა

პროექტ "ახალგაზრდული ციფრული ჩართულობის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა ქობულეთში.  პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20-ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც რამდენიმე  მიმართულებით კერძოდ,  განათლების, სპორტის, ჯანდაცვის,  ახალგაზრდების ინფორმირებისა და  ადამიანის უფლებების კუთხით კვლევებს ატარებდნენ. მონაწილეებს  სერტიფიკატები გადაეცათ,    4 მონაწილე კი  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრება. სხვები კი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ბანაკში დაისვენებენ. პროექტი  ორგანიზაცია "ახალგაზრდული ჰორიზონტის" ორგანიზებით,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ერასმუს+ ხელშეწყობით მიმდინარეობდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში