სტიქია გურიაში

17 მაისი 2021, 20:02 1547 ნახვა

ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ გურიაში პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემოხეთში, ხევსა და ბურნათში ქარმა ხეები მოგლიჯა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ელექტროსადენები.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სოფელ ხევში წაქცეული ხეების გამო ჩაკეტილი იყო გზა. სპეციალური კომისია ზარალს ითვლის, რომლის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი