ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეგულარული მიმართულება ემატება.
მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა - ბათუმი - ვარშავის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას ავიაციის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:
ვარშავა - ბათუმი - ვარშავა, 7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.