პოეტ გენრი დოლიძის პროექტის “ლიტერატურული ვიდეოტურის” პრეზენტაცია მოეწყო. მოყვარულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა საქართველოში სახლმუზეუმების შესახებ 4 მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს, პროექტის ავტორის თქმით, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მათი ნახვა სოციალური ქსელების მეშვეობით შეეძლებათ. Pპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ფილმი საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის შესახებ.