"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, დედა ენის ბაღში მათ მიერ მოწყობილი ინსტალაცია დაარბიეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. აქტივისტების ინფორმაციით ტერიტორიაზე გურამ ფალავანდიშვილი შეიჭრა და დეკორაცია დააზიანა.
მათივე თქმით, ფალავანდიშვილი აქტივისტებსაც დაესხა თავს.
"თბილისი პრაიდი" განცხადებას ავრცელებს, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებს. ისინი გურამ ფალავანდიშვილის დაკავებას მოითხოვენ, მიაჩნიათ, რომ ამ ქმედებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაირღვა.