ვაქცინაცია და რეგულაციები - ამ საკითხზე მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროკავშირის ორგანიზებით შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა შეღავათებით ისარგებლოს ბიზნესობიექტმა, რომლის თანამშრომლებიც სრულად ვაქცინირებული იქნებიან.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს „კომენდანტის საათის" გადაწევასთან დაკავშირებით.