ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიას ეწვევა

14 მაისი 2021, 11:04 1049 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის რეგიონს ეწვევა. მთავრობის მეთაური, 13:30 საათზე, სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციას გახსნის.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალი გაიხსნება. მემორიალურ დაფას, 16:15 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან ერთად გახსნის.

16:30 საათზე, მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაათვალიერებს, რომელსაც, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე დაესწრებიან ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი